ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ჯულია ქუინი

Julia Quinn, cropped author photo

ამერიკელი ავტორი ჯულია ქუინი 1970 წელს დაიბადა. განათლება ჰარვარდში მიიღო, ხელოვნების ისტორიის მიმართულებით. ძალიან მალე გაანალიზა, რომ ამ დიპლომით ვერაფერს გააკეთებდა და გადაწყვიტა სამედიცინო კოლეჯში ჩაებარებინა. სწორედ გამოცდებისთვის მზადების პერიოდში დაიწყო წიგნების წერა.
იელის სამედიცინო კოლეჯში ჩაბარებიდან რამდენიმე თვეში მისი სამი რომანი გამოქვეყნდა, სწორედ ამ დროს მიხვდა, რომ არც სამედიცინო სფერო იყო მისი და მთლიანად წერით საქმიანობას შეუდგა.

ჯულია ქუინი თავს ფემინისტად თვლის და გმირებიც ამ ღირებულებებით ჰყავს შექმნილი, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის, რომელზეც ის წერს, მსგავსი თვისებები თითქმის არავის ქონდა. მისი რომანები სავსეა იუმორით და საინტერესო დიალოგებით.
ჯულია ქუინის მიმართ განსაკუთრებით ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც 2020 წელს ნეტფლიქსმა მისი წიგნის „ჰერცოგი და მე“ მიხედვით სერიალი „BRIDGERTON“ გამოუშვა, რომელიც ძალიან მალე რეიტინგების სათავეში მოექცა. მაყურებელი სერიალის მეორე სეზონს ძალიან მალე იხილავს.
„ბრიჯერტონის“ სერია, რომელიც 8 წიგნისგან შედგება 35-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და მილიონობითაა გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით.