ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნინო ლორთქიფანიძე

Nino Lord

კლასიკური ფილოლოგი, ანტიკური კულტურის მკვლევარი. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სადისერტაციო ნაშრომზე – “არგონავტების მითის ინტერპრეტაცია ადრებერძნულ მხატვრულ კულტურაში” – მუშაობდა გერმანიაში, მაინცისა და ვიურცბურგის უნივერსიტეტებში. იყო ათენისა და რომის ფრანგული არქეოლოგიური ინსტიტუტების, საფრანგეთის  სამეცნიერო ფონდ “დიდროს” სტიპენდიანტი.
კვლევით საქმიანობასთან ერთად საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არის როგორც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური გამოფენების, ასევე საერთაშორისო გამოფენების – “მედეას ოქრო” (ბერლინის სახელმწიფო მუზეუმები), “საგანძური ოქროს საწმისის ქვეყნიდან” (ზარაფხანის მუზეუმი, პარიზი; აღმოსავლური ხელოვნების მუზეუმი, ნიცა), “ოქროს საწმისის საგანძური საქართველოდან” (რომის საიმპერატორო ფორუმების მუზეუმი) სამეცნიერო კონცეფციების ავტორი. 2006 წლიდან კლასიკური მითოლოგიის იკონოგრაფიული ლექსიკონის (LIMC) საერთაშორისო სამეცნიერო კომიტეტის წევრია.