
თანამედროვე ირლანდიელი მწერალი, კოლუმ მაკკენი, შვიდი რომანისა და მოთხრობების სამი კრებულის ავტორი და არაერთი საერთაშორისო ლიტერატურული პრემიის ლაურეატია. მიღებული აქვს ამერიკული წიგნის ეროვნული ჯილდო (2009 წ.), დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია (2011 წ.) და მის სახელს ოსკარის ნომინაციაც უკავშირდება. მწერლის ნამუშევრები 40-ზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული.
კოლუმ მაკკენის რომანი „აპეიროგონი” 2020 წელს გამოიცა და გახდა ბუკერისა და ენდრიუ კარნეგის მედლის ნომინანტი, იყო დუბლინის ლიტერატურული პრემიის ფინალისტი და ებრაული წიგნის ეროვნული პრემიის გამარჯვებული.
გაიგე მეტი >>