სულხან–საბას იგავები
სულხან–საბას იგავები
14.90 ლარი
ISBN 978-99940-34-27-7
ზომა: 18.5X23.5 სმ.
გვერდების რაოდენობა: 76
შიგთავსი: ფერადი
ყდა: მაგარი
დროებით ხელიუწვდომელია
აღწერა:
გსმენიათ, როგორ აშენებდნენ სოფელს ძაღლი და მამალი, როგორ გახდა სასტიკი შირვან-შაჰი გულმოწყალე და როგორ დაიძვრინა თავი მხატვარმა, რომელსაც ცალთვალა მეფე უნდა დაეხატა? გადაშალე ეს წიგნი და წაიკითხე მრავალი სახალისო ამბავი, რომლებიც სამი საუკუნის წინაა დაწერილი ქართველი მწერლისა და მეცნიერის, სულხან-საბა ორბელიანის მიერ.
ავტორისეული ტექსტი დიდი სიფრთხილითაა დამუშავებული, რათა დღევანდელი მკითხველისათვის სრულიად გასაგები გამხდარიყო, ამავე დროს კი უცვლელად შენარჩუნებულიყო სულხან-საბას თხრობის სტილი, მანერა და სიტყვათა წყობაც კი. მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი სასიამოვნო საკითხავი გახდება მთელი თქვენი ოჯახისათვის.