ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ქართული ჯადოსნური ზღაპრები

ფასდაკლება!ზღაპრები_web

ლეილა ბერიაშვილი
ნინო ჩიტაიშვილი

ქართული ჯადოსნური ზღაპრები

14.90 ლარი

ISBN 978-9941-452-06-2
ზომა: 19,5 X25 სმ.
გვერდების რაოდენობა: 200
შიგთავსი: ფერადი
ყდა: მაგარი

დროებით ხელიუწვდომელია

აღწერა:

გინახავთ, როგორ დარბის ფეხმარდა, რომელსაც ფეხზე უზარმაზარი წისქვილის ქვები აქვს ასხმული? ან წყალიხვრეპია თუ გინახავთ, ზღვა ერთ ყლუპად რომ უნდა დალიოს? ლამაზი გოგონა რომ გაიცინებს, ია-ვარდი სცვივა, ხოლო საოცარი ფასკუნჯი შეიძლება დაგიმეგობრდეს და ქვესკნელიდანაც ამოგიყვანოს!
ეს ქართული ჯადოსნური ზღაპრებია, უძველეს დროს მოთხრობილი და უთვალავ ფერებად გაშლილი – შეაბიჯე თამამად ამ მშვენიერ სამყაროში!

ქართული ზღაპრების ის ვერსიები, რომლებიც დღეს ჩვენთვისაა ცნობილი, საკმაოდ დიდი ხნის წინაა დამუშავებული პირველწყაროებიდან – საექსპედიციო თუ საოჯახო ჩანაწერებიდან. დღეს ჩვენ კვლავ პირველწყაროებს მივმართეთ და დიდი სიფრთხილით შევარჩიეთ თემები, რომლებიც ქართული ჯადოსნური ზღაპრების ფერად ხალიჩას ქმნიან. თითოეულ ზღაპარზე მუშავდებოდა საექსპედიციო თუ საოჯახო ჩანაწერების რამდენიმე ათეული ვერსია, რის შედეგადაც ყალიბდებოდა ზღაპრის ყველაზე გამართული სტრუქტურა და ცოცხალი თხრობითი ქსოვილი. შედეგად მივიღეთ დახვეწილი, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საბავშვო ტექსტები, რომლებსაც სრულად აქვთ შენარჩუნებული როგორც ზღაპრისეული სემანტიკა, ასევე თხრობით-ენობრივი ნიუანსები და მრავალფეროვნება. ვფიქრობთ, მშვენიერი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი თანაბრად სასიამოვნო საკითხავი იქნება ბავშვებისთვისაც და უფროსებისთვისაც.

hghgh

ლეილა ბერიაშვილი,ნინო ჩიტაიშვილი
????????_Book.inddზღაპრები 190-191