ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ქართული ხატები

ფასდაკლება!Georgian Icons Cover

ნანა ბურჭულაძე

ქართული ხატები

79.90 ლარი

ISBN 978-9941-452-08-6
ზომა: 29.7X22.8 სმ.
გვერდების რაოდენობა: 428
შიგთავსი: ფერადი
ყდა: მაგარი, სუპერით

In Stock

აღწერა:

წიგნში წარმოდგენილია შუა საუკუნეების ორასამდე ქართული ხატი, რომლებიც თავის დროზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებისთვის იყო შექმნილ-შეწირული, ამჟამად კი თბილისის, მესტიის, უშგულისა და ქუთაისის მუზეუმებშია დაცული. აქვეა ის ხატებიც, რომლებსაც არ დაუტოვებიათ თავდაპირველი სამყოფელი და დღემდე ზემო სვანეთის ეკლესიებს ეკუთვნის.

ხატების ამ ნაკრების ქრონოლოგიური დიაპაზონია VI-XVIII საუკუნეები. ისინი მრავალფეროვანია მასალით (ოქრო, ვერცხლი, ხე, ტილო, ცვილისა და ტემპერის საღებავები, სპილოს ძვალი, ტიხრული მინანქარი), თემატიკით (მაცხოვრის, ღვთისმშობლის, წმინდანთა და დღესასწაულთა ხატები) და ტიპოლოგიით (კანკელსზედა ხატები, კარედები, სანაწილეები, სხვადასხვა სახის ანსამბლები). ხატები ნაირგვარია იკონოგრაფიით, სტილით, შესრულების მანერით, განსხვავებული პროფესიული დონით, სხვადასხვა სკოლა-სახელოსნოებისთვის კუთვნილებით და უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიული წარწერებით. ამ მასალის ერთი ნაწილი სპეციალისტებისთვის კარგადაა ცნობილი, მეორე – ნაკლებად, მესამე კი სრულიად უცნობია, რაც, ცხადია, წინამდებარე გამოცემისადმი ინტერესს ზრდის.

წიგნი განსაზღვრულია სპეციალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.

hghgh

ნანა ბურჭულაძე
Georgian Icons Cover84-85180-181