ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

მგზავრობის ანგელოსი

ფასდაკლება!karlo-cover

კარლო კაჭარავა

მგზავრობის ანგელოსი

12.00 ლარი

ISBN 978-99940-34-96-3
ზომა: 12 X18 სმ.
გვერდების რაოდენობა: 264
ყდა: რბილი

In Stock

აღწერა:

კარლო კაჭარავა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურაა თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როცა ერთმანეთს ერწყმის ხელოვანი, თეორეტიკოსი და სოციალურად აქტიური ინდივიდი. საოცრად დატვირთული ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე შექმნილი აქვს ვიზუალური არტის და ტექსტების, ერთი შეხედვით, დაუჯერებელი რაოდენობა.

უზომო შემოქმედებით აქტივობასთან ერთად, კარლო კაჭარავა საკუთარ ცხოვრებას და ნააზრევს თითქოს სტენოგრაფიულად აღნუსხავს, რის შედეგადაც ჩნდება დღიურებისა და ჩანაწერების წყება. ამ ჩანაწერებს დღეს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს და უზარმაზარ საკვლევ მასალას იძლევა სოციოლოგებისთვის, ისტორიკოსებისა თუ ხელოვნებათმცოდნეებისათვის. თუმცა პირველ რიგში ალბათ ეს ჩანაწერები განსაზღვრულია ინტელექტუალი მკითხველისათვის, ვისთვისაც თანაბრად საინტერესოა როგორც შემოქმედების ნაყოფი, ასევე ხელოვანის შინაგანი სააზროვნო გარემო და ქმნადობის პროცესი.

“მგზავრობის ანგელოსი” პირველი წიგნია, რომლითაც ვიწყებთ კარლო კაჭარავას ჩანაწერებისა და დღიურების სისტემატურ გამოცემას. თითოეული წიგნი იქნება ამა თუ იმ პერიოდის ტექსტების ლოგიკური გაერთიანება. წინამდებარე წიგნი კარლო კაჭარავას “ჯარის პერიოდის” ორი დღიურის ტექსტებს აერთიანებს.

hghgh

კარლო კაჭარავა