ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ბიტლზი

ფასდაკლება!Beatles_Cover

ბიტლზი

22.90 ლარი

ISBN 978-99940-34-95-6
ზომა: 21,6 X27,9 სმ.
გვერდების რაოდენობა: 192
ფერადი ილუსტრირებული გამოცემა
ყდა: მაგარი

In Stock – 86 available

აღწერა:

„ბიტლზი” ყველა დროის უდიდეს პოპ-ჯგუფად ითვლება. სულ რაღაც ათიოდე წელიწადში ოთხმა ლივერპულელმა ახალგაზრდამ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალა პოპ-მუსიკის სახე, თუმცა ჯონმა, პოლმა, ჯორჯმა და რინგომ ამაზე ბევრად მეტიც შეძლეს: მათ შექმნეს მთელი თაობა და მსოფლიოს ყველა კუთხეში მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში შეაბიჯეს.

 

ბიტლზი დღიდან დღემდე ასახავს ჯგუფის განუმეორებელ მიღწევებსა და თანამედროვე კულტურაში შეტანილ წვლილს. ზუსტი ქრონოლოგია მიჰყვება ლეგენდარული ოთხეულის ცხოვრების დეტალებს:  მათი ბავშვობიდან _ პირველ კონცერტებამდე, ბიტლომანიიდან _ გვიანდელ, სრულყოფილ ალბომებამდე.

 

წიგნი დასურათებულია ჯგუფის ნაკლებად ცნობილი ფოტოებით და თან ახლავს ჩანართები, რომლებიც „ბიტლზის“ გარემოცვის, მათი დროისა და იმ ხელოვანთა შესახებ მოგვითხრობს, გავლენა რომ იქონიეს ჯგუფზე. ამგვარად, წიგნში მუსიკის ისტორიის ამ ეპოქის  მრავალფეროვანი სურათი წარმოგვიდგება.

 

ტერი ბაროუზი 50-ზე მეტი წიგნის ავტორია, ბევრი მათგანი როკ-მუსიკის შესახებ მოგვითხრობს, მათ შორის ოთხი ცნობილი წიგნი „ბიტლზსა“ და ჯონ ლენონს მიეძღვნა. ბაროუზის ნაწარმოებები შვიდ ენაზე ითარგმნა და ათზე მეტ ქვეყანაში დაიბეჭდა. იგი აქტიურად მოღვაწეობს, როგორც მუსიკოსი, ატარებს აუდიო-ვიზუალურ მუსიკალურ კურსებს და გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი წარმატებული ჩანაწერი.

hghgh

Beatles_32-33Beatles_100-101