ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი 1818

ფასდაკლება!CookBook_Cover

ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი 1818

25.00 ლარი

ISBN 978-9941-452-42-0
ზომა: 21X27 სმ.
გვერდების რაოდენობა: 192
ყდა: მაგარი, სუპერით

In Stock

აღწერა:

ბაგრატ ბატონიშვილი – (1776-1841) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილი. საქართველოს სამეფო ტახტის არსებობის ბოლო წლებში ეკავა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობები. 1803 წელს ოჯახით გაასახლეს რუსეთში. დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერიის მრავალი ჯილდოთი. დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: “ახალი მოთხრობა”, “რუსეთ-სპარსეთის ომი”, აგრეთვე ვეტერინარული და ეკონომიკური ხასიათის შრომები, მათ შორის პირველი ქართულენოვანი ვეტერინარული წიგნი “სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა”. ბაგრატ ბატონიშვილი არის ავტორი პირველი ქართულენოვანი კულინარიული წიგნისა “წიგნი ესე საუკეთესოთა სანოვაგეთა, შაქარლამათა, და სასმელთა შესამზადებელი”, რომელიც გამოიცა პეტერბურგში 1818 წელს.

ვახო ბაბუნაშვილი – (დაბ. 1967) დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1989 წლიდან არის ჯგუფ Soft Eject-ის წევრი, 2009 წლიდან – ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბორდის წევრი. აქვს კულინარიულ-რესტორაციული 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. არის კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის ლექტორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჟურნალებთან „ტაბულა“, „კულინArt“, „GeorgiaToSee“. არის თანაავტორი პოლონეთში გამოცემული წიგნისა „Gruzinski Smak“ („ქართული გემო“).

 

ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნის ორიგინალური, 1818 წელს გამოცემული ვერსიის PDF შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ უფასოდ ქვემოთ მითითებული ლინკით:

 

PDF  ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი - ორიგინალური ვერსია

hghgh

CookBook_p138-139CookBook pp.22-23