ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ოქროს ბუმბული

საბავშვო ლიტერატურის კონკურსი  ოქროს ბუმბული“

 

საბავშვო პროზის კონკურსი „ოქროს ბუმბული“ დაფუძნებულია 2008 წელს ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ. კონკურსის მიზანია სტიმულირდეს ორიგინალური საბავშვო პროზის შექმნა. კონკურსში მონაწილეობს  ქართულ  ენაზე დაწერილი, გამოუქვეყნებელი, პროზაული/ ილუსტრირებული საბავშვო ნაწარმოებები.

საბავშვო პროზის კონკურსი „ოქროს ბუმბული” ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ პირველად 2008 წელს ჩატარდა. 2008 წლის კონკურსის გამარჯვებულია ნატო დავითაშვილი ნაწარმოებით როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, რომელიც წიგნად 2009 წელს გამოიცა.

კონკურსის 2008 წლის სპონსორი იყო „ბაზისბანკი“.

 

2020 წელს საბავშვო ლიტერატურული კონკურსი „ოქროს ბუმბული“ ჩატარდა 3 ნომინაციით:

  • საუკეთესო საბავშვო რომანი
  • საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული
  • საუკეთესო ნახატებიანი წიგნი


 კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

  • ნესტან კუპრავა “იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის” ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო რომანი“, რომელიც 2021 წელს წიგნად გამოიცა.
  • ლელა ცუცქირიძე “სამჯერ ხუთი” ნომინაციაში „საუკეთესო საბავშვო მოთხრობების კრებული“.
  • ნომინაცია „საუკეთესო ნახატებიანი წიგნი“ გაიყო ორად – თეა თოფურია და ანასტასია სლოვინსკაია “სახლი მწიფე გარგრის ქუჩაზე” და ლელა ცუცქირიძე და ელისაბედ ფირცხალავა “მართიკოს ვაშლის ხე“.

 

კონკურსის სპონსორები იყვნენ:  თბილისის მერია და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

საინფორმაციო მხარდაჭერა: TV ფორმულა