ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ჩვენ შესახებ

ქარჩხაძის გამომცემლობა 2004 წლიდან მუშაობს ქართული წიგნის ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში მოიპოვა მყარი რეპუტაცია, როგორც საბავშვო შემეცნებითი და მხატვრული წიგნების ერთ-ერთმა წამყვანმა გამომცემლობამ. ჩვენ გაწვდით საიმედო ინფორმაციას; ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს ისეთ წამყვან ინტელექტუალურ რესურსებთან, როგორიცაა ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა; ჩვენ ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ ბავშვებისთვის ცოდნის გადაცემის მეთოდებსა და ინტერესთა თანხვედრას. ამავე დროს მუდმივად ვეძებთ და ვპოულობთ უმაღლესი რანგის თანამედროვე ქართველ ავტორებსა და ილუსტრატორებს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ მუდმივად ვიყოთ სიახლის ძიებაში და ყოველი წიგნი უმაღლეს სტანდარტებს პასუხობდეს, რადგან ბოლომდე ვაცნობიერებთ ჩვენი მთავარი ამოცანის არსს – ჩვენ ვავრცელებთ ცოდნას!

 

გარდა საბავშვო წიგნებისა, ჩვენთან ბოლო წლებია ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა: ესაა ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის მაღალპოლიგრაფიული, უხვად ილუსტრირებული გამოცემები. ჩვენ გამოვეცით ქართული ნაქარგობა და ძველი ქართული სამკაული ამჟამად ვმუშაობთ წიგნებზე ქართული ხატები. ამასთან ერთად გამოვცემთ ალბომების სერიას ქართული მხატვრობა. ხელოვნებითა და ქართული კულტურული მემკვიდრეობით დაინტერესებული ადამიანები ჩვენთან მრავალ საინტერესო და უჩვეულო მასალას იპოვიან.

 

ქარჩხაძის გამომცემლობა, რა თქმა უნდა, ვერ მოიაზრება მწერალ ჯემალ ქარჩხაძის წიგნების გარეშე. აქ თქვენ მონახავთ ყველაფერს, რაც მწერლის სიცოცხლეში თუ მას მერე იყო გამოცემული. ანტონიო და დავითი, ზებულონი, იგი, ქარავანი - ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ახალმა თაობამ ხელახლა აღმოაჩინა და აწ უკვე “თანამედროვე კლასიკად” წოდებული მრავალი ადამიანის გონებასა და გულს იპყრობს. დღეს უკვე დადასტურებული წინასწარ განჭვრეტები და მოსაზრებები, რომლებიც ჯემალ ქარჩხაძის ესეისტურსა და პუბლიცისტურ ნაშრომებშია თავმოყრილი, კვლავაც აქტუალურია და ყოველი ეპოქის გაფრთხილებასავით ჟღერს. ჩვენ მწერლის არქივებზეც ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში მკითხველს, ნაცნობ მასალასთან ერთად, უცნობსაც ვპირდებით.

 

ქარჩხაძის გამომცემლობა არის, და ყოველთვის იქნება, უმაღლეს სტანდარტებზე ორიენტირებული გამომცემლობა. ჩვენთვის შინაარსობრივი და გამოცემის ხარისხი ყველაფერზე მაღლა დგას. ესაა ის ბაზისი, რომელზეც მკითხველსა და ჩვენს შორის წლების მანძილზე კეთილგანწყობა და უდიდესი ნდობა ჩამოყალიბდა, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი მონაპოვარია.