ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ლეილა ბერიაშვილი

leila beriashvili

ლეილა ბერიაშვილი დაიბადა 1937 წელს თბილისში. ფილოლოგიური განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1972 – 2006 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განხრით. ლეილა ბერიაშვილი საგამომცემლო საქმითაა დაკავებული, ქარჩხაძის გამომცემლობის დაფუძნების დღიდან მრავალი წიგნის რედაქტორია და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგამომცემლო პოლიტიკის განსაზღვრაში. 2009 წელს გამოიცა ლეილა ბერიაშვილის  მიერ ადაპტირებული წიგნი სულხან-საბას იგავები, ხოლო 2013 წელს – საბავშვო
ვეფხისტყაოსანი
. ლეილა ბერიაშვილი მწერალ ჯემალ ქარჩხაძის მეუღლეა.