ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ლაიმენ ფრენკ ბაუმი

frenk baum

ცნობილი ამერიკელი მწერალი, პოეტი, სცენარისტი, კინორეჟისორი ლაიმენ ფრენკ ბაუმი დაიბადა 1856 წელს ჩიტენაგოში (ნიუ-იორკი). მიუხედავად მრავალმხირვი მოღვაწეობისა ფრენკ ბაუმი დღემდე ცნობილია სათავგადასავლო წიგნების სერიით ოზის საოცარი ჯადოქარი. ეს სერია დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. პირველი წიგნი ოზის ჯადოქარი გამოქვეყნდა 1900 წელს და სათავე დაუდო მე-20 საუკუნის ბრწყინვალე საბავშვო ლიტერატურას.  სათავგადასავლო წიგნების სერიაში, მთავარი წიგნის გარდა, შეიქმნა კიდევ 13. ასევე ავტორს ეკუთვნის ფენტეზის ჟანრის ცხრა რომანი და არაერთი სხვა ჟანრის ნაწარმოები – 82 ნოველა, 200-ზე მეტი ლექსი, მრავალი სცენარი დიდი რაოდენობა და სხვადასხვა პიესა. მწერლის იდეები დაედო საფუძვლად არაერთ საბავშვო ფილმს. მის ნაშრომებში იქნა განჭვრეტილი ფერადი ტელევიზია, ლეპტოპის ტიპის კომპიუტერები, უკაბელო ტელეფონები და ტანსაცმლის რეკლამა.

ფრენკ ბაუმი 1919 წელს გარდაიცვალა ჰოლივუდში. მწერლის სიცოცხლეშივე 60-ზე მეტი წიგნი გამოიცა.