ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

სოსო პაიჭაძე

vasil paichadze

სოსო პაიჭაძე დაიბადა 1943 წლის 21 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. 1960 წელს დაამთავრა ბათუმის პირველი საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდგომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1965 წელს დაასრულა. სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ რეჟისორის ასისტენტად, მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო. ლიტერატურული მოღვაწეობა 1969 წელს დაიწყო, როცა გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია. პირველი მოთხრობები კი 1970 წელს გამოჩნდა. 1977 წელს გამომცემლობა „მერანმა“ მისი მოთხრობების პირველი კრებული „უკანასკნელი დუბლი“ გამოსცა. 1985 წელს გამოვიდა მწერლის მეორე კრებული. 1990 წელს ჟურნალ „მნათობში“ გამოქვეყნებული მოთხრობისათვის „თბილი გრძნეული წვიმა“ მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა. 1995 წელს დაიბეჭდა მწერლის ბოლო წიგნი „სადაით დაეცი“. მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ, იუგოსლავიურ ენებზე. მწერლის მოთხრობა „ბაქანი – ბოტანიკური ბაღი“ შესულია ქარჩხაძის გამომცემლობის გამოცემულ წიგნში – მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია.

სოსო პაიჭაძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 აგვისტოს.