ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

რეზო ჭეიშვილი

rezo WeiSvili

რეზო ჭეიშვილი დაიბადა 1933 წელს ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მე-8 საშუალო სკოლა. 1954 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში” და ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში” გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. 1961-1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ-ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი”, „საუნჯე”.
თავმჯდომარეობდა რუსთაველის საზოგადოებას, ამავე წლებში დააარსა საზოგადოებრივ-პუბლიცისტური გაზეთი „მოწამეთა”, შემდგომში ილუსტრირებული ჟურნალი „მწვანე ყვავილი”. უსახსრობის გამო ლიტერატურულ-საზოგადოებრივი ზემოთ ნახსენები ორივე ორგანო დაიხურა.
1992 წელს მწერალი აირჩიეს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, 2000 წლიდან საქართველოს მწერალთა ლიტერატურული ფონდის თავმჯდომარეა, სადაც დღემდე მსახურობს.