ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

რევაზ ინანიშვილი

inaniSvili

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში მუშაობდა 31-ე ქარხანაში, სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს სწავლა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას, 1956 წელს დაასრულა უმაღლესი განათლების მიღება. მწერალი მუშაობდა საბავშვო გამომცემლობა „ნაკადულში“, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სასცენარო განყოფილებაში, მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ჟურნალ „დილას” რედაქტორი.
მისი პირველი მოთხრობა „სახსოვარი”ალმანახ „პირველ სხივში“ გამოქვეყნდა.
მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. მწერალი 1991 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.