ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნოდარ წულეისკირი

tsuleiskiri_n

ნოდარი წულესკირი დაიბადა 1932 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის  რედაქტორად, ჟურნალებში „დილა”, „ცისკარი”, „მნათობი”, კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. მოგვიანებით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ამავე წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. შემდგომ მუშაობდა სოფელ წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

მწერლის ნაწარმოებები თარგმნილია უკრაინულ, სომხურ, რუსულ, უზბეკურ, ლიტვურ, გერმანულ, პოლონურ, რუმინულ ენებზე. 1958 წელს ნარკვევისათვის „მტკვრის პირას გათეთრებული კაცები” მიენიჭა მწერალთა კავშირის პრემია, ხოლო 2008 წელს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია.