ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ვლადიმერ სიხარულიძე

sixarulidze_1

ვლადიმერ სიხარულიძე დაიბადა 1940 წლის 22 იანვარს ქალაქ თბილისში. საშუალო განათლება 1-ელ კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო, შემდგომ სწავლა განაგრძო სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1967 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი მოთხრობა „მეათე მოწმე“, რომელიც მალევე ითარგმნა ათამდე უცხო ენაზე. მას მოჰყვა მოთხრობები „მაცგი“, „უხამსი“. ნაწარმოებების გამოქვეყნების შემდეგ მიიღო მოწვევა მოსკოვში ორწლიან სასცენარო კურსებზე. ვლადიმერ სიხარულიძე ავტორია პიესებისა: „გარეუბნის მარტო სახლი“, „ოიდიპოსი“, „ცხელი აგვისტო“, „ღამის შემთხვევა“. მწერლის პიესების მიხედვით გადაღებულია ფილმები „მაცგი“ და „ბავშვობა“. მწერლის მოთხრობა „მტარვალი“ შესულია ქარჩხაძის გამომცემლობის გამოცემულ წიგნში – მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია.

მწერალი გარდაიცვალა 1989 წლის 25 დეკემბერს.