ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

გურამ გეგეშიძე

gegeshidze

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები. მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. პირველად მისი მოთხრობა გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“. არის ფილმის „კაშხალი მთაში“ სცენარის ავტორი.