ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

გურამ რჩეულიშვილი

guram rCeuliSvili

გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წელს ქალაქ  თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მწერლის სიცოცხლეში მისი მხოლოდ  შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა, მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები  „ალავერდობა”, „უსახელო უფლისციხელი”. 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლის გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა ზღვაში შესული უცნობი ქალის გადასარჩენა სცადა.

გურამ რჩეულიშვილი დაკრძალულია ქალაქ თბილისში ვაკის სასაფლაოზე.