ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ოთარ ჩხეიძე

oTar CxeiZe

ოთარ ჩხეიძე დაიბადა 1920 წელს სოფელ ყელქცეულში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი და „მნათობის”, „ცისკრის” და „ლიტერატურული საქართველოს” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ „ჩვენ თაობაში”. მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი „ჩემი სოფლის ეტიუდები”, რომანის ციკლი „მატიანე ქართლისა”, დრამატული ნაწარმოებები, ლიტერატურულ-კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები. მისი თხზულებები თარგმნილია რუსულ ენაზე, ყოფილ სსრკ-ის სხვა ხალხთა, აგრეთვე ბულგარულ ენაზე. დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის” ორდენით. მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა” და „ილია ჭავჭავაძის” პრემია.