ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ლეო ქიაჩელი

qiaCeli

ლეო ქიაჩელი დაიბადა 1884 წელს სოფელ ობუჯში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ლეონ შენგელაია. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. ქუთაისის ციხიდან გაიქცა, არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. შემდგომ გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის პროზა სადაა, მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივირების დიდი ოსტატია. ქიაჩელის თხზულებანი თარგმნილია მრავალ უცხო ენაზე. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის 2 ორდენითა და მედლებით.

ლეო ქიაჩელი 1963 წელს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.