ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნიკო ლორთქიფანიძე

lorTqifaniZe

ნიკო ლორთქიფანიძე დაიბადა 1944 წელს სოფელ ჩუნეში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი საშუალო სასწავლებელი ვლადიკავკაზში დაამთავრა. სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ ავსტრიაში – ლეობენის სამთო აკადემიაში. 1907 წელს სამშობლოში დაბრუნდა. ნიკო ლორთქიფანიძე გერმანულ ენას ასწავლიდა თბილისისა და ქუთაისის სკოლებში, საქართველოს ინდუსტრიულ ინსტიტუტში, სადაც შემდგომში უცხო ენათა კათედრის გამგე გახდა. ნიკო ლორთქიფანიძემ ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წელს დაიწყო. მისი თხზულებები იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: „ნიშადური”, „საქართველო”, „ივერია”, „თეატრი და ცხოვრება”, „დროება”, „სახალხო გაზეთი” და სხვ. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თემატური მრავალფეროვნებითა და ჟანრთა ნაირსახეობით (200-მდე მინიატურა, ნოველა, მოთხრობა, 1 რომანი, 2 პიესა) გამოირჩევა. ნიკო ლორთქიფანიძის პოეტური პროზის ის მინიატურები, რომლებშიც სამშობლოს ბედით დაკოდილი ადამიანის წუხილი ისმის. ნიკო ლორთქიფანიძე 1944 წელს გარდაიცვალა.