ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ლილი კინგი

Lily King 2021 (c) Eloise King-Clements copy

თანამედროვე ამერიკელი მწერალი ლილი კინგი 1963 წელს დაიბადა და გაიზარდა მასაჩუსეტსში. განათლება ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში მიიღო. ასწავლიდა ინგლისურსა და შემოქმედებით წერას ამერიკასა და ესპანეთში, სხვადასხვა უნივერსიტეტსა და სკოლაში.

1999 წელს გამოიცა მისი პირველი რომანი “The Pleasing Hour”, რომლის წერაც ესპანეთში მუშაობის დროს დაიწყო და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაასრულა. წიგნმა დიდი აღიარება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ჯილდოც მოიპოვა.

მის სახელს უკავშირდება 5 რომანი და მოთხრობების კრებული. მიღებული აქვს არაერთი პრემია, მათ შორის: „ბარნსისა და ნობლის ლიტერატურული პრემია“ (1999 წ.), „მენის ლიტერატურული პრემია“ (2005 წ.), „ახალი ინგლისის ლიტერატურული პრემია“ (2010 წ. და 2014 წ.), „კირკუსის ლიტერატურული პრემია“ (2014 წ.), ასევე იყო „კრიტიკოსთა საზოგადოების წიგნის ეროვნული პრემიის“ ფინალისტი. მწერლის ნაწარმოებები 25-ზე მეტ ენაზეა გამოქვეყნებული.

რომანი „ეიფორია“ (Euphoria) 2014 წელს გამოქვეყნდა და მიღებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი ჯილდო, მათ შორის კირკუსის ლიტერატურული პრემია (2014 წ.) და ახალი ინგლისის ლიტერატურული პრემია (2014 წ.). გარდა ამისა, ნაწარმოები მრავალჯერ მოხვდა სხვადასხვა გამოცემათა საუკეთესი წიგნების სიაში: Kirkus Reviews Best of 2014; Publishers Weekly Best Fiction Books of 2014; New York Times Book Review 10 Best Books of 2014; TIME Top 10 Fiction Books of 2014 და ა.შ.

ლილი კინგის რომანი „მწერლები და საყვარლები“ 2020 წელს გამოიცა და გამოცემის დღიდანვე არ კარგავს პოპულარობას: ნიუ-იორკ თაიმსის, ვაშინგტონ პოსტის, ლოს-ანჯელეს თაიმსის, ჩიკაგოს ბიბლიოთეკის, გარდიანის, ბრიტანული თაიმსისა და სხვა უამრავი პრესტიჟული გამოცემის საუკეთესო წიგნების სიაშია შესული და, ამასთანავე, ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების სიასაც ამშვენებს.