ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ვასილ ბარნოვი

barnovi

ვასილ ბარნოვი დაიბადა 1856 წელს სოფელ კოდაში. დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა სხვადასხვა ქალაქებში, იუნკერთა სასწავლებელშიც, თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი, არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ არის, მწერლის ყურადღების ცენტრშია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთი მხრივ ქართულ მითოლოგიას, მეორე მხრივ იდეალისტურ მსოფლაღქმას.მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.