ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

მაწანწალა

Soft Eject_Cover_Cut lines

თქვენ წინაშეა წიგნი, რომელიც ჯგუფ Soft Eject-ის ოთხი წევრის მიერაა შექმნილი. წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა მუსიკოსების ამბავი, რომლებიც 90-იანი წლების დასაწყისის თავისუფალი, მაგრამ სავალალო მდგომარეობაში მყოფი საქართველოდან ევროპაში მიმავალ პირველ ტალღაში მოხვდნენ. პირისპირ შეჯახება სრულიად უცხო სამყაროსთან, ტკივილით მიღებული გამოცდილებები, ცარიელ ადგილზე საკუთარი მომავლის შენება - Soft Eject-ის ისტორია თითქოს კარგად ნაცნობია, ძველთაძველი და ათასგზის გამეორებული, და ამავე დროს სრულიად უნიკალური და ახალი.

უჩვეულო და ექსპერიმენტულია წიგნის აგებულებაც, სადაც რეალურ მონათხრობებს მხატვრული სახეები – სიმღერების ტექსტები და ვიზუალური წარმოსახვები – ენაცვლება. წიგნი “მაწანწალა” ოთხი ადამიანის მიერ შექმნილ ერთ სივრცეს გთავაზობთ, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ როგორც ბევრი გასართობი, ასევე ბევრი მასალა გასააზრებლად.

და ბოლოს, წიგნს თან ერთვის აუდიო დისკი, რომელზეც განახლებული ჟღერადობით არის წარმოდგენილი Soft Eject-ის ალბომი Wanderer.