ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნატო დავითაშვილი

Natalie Davitashvili 2

ნატო დავითაშვილი დაიბადა 1964 წელს თბილისში. მან ტექნიკური განათლება მიიღო და 1980-იანი წლების ბოლოს გამოთვლით ცენტრში პროგრამისტ-ინჟინრად მუშაობდა, პარალელურად ლექციებს კითხულობდა. 90-იან წლებში ნატო საგამომცემლო-პოლიგრაფიულ სფეროში ინაცვლებს. ამავე წლებშია გამოქვეყნებული მისი პირველი პუბლიკაცია, თუმცა ნამდვილი სამწერლო მოღვაწეობა წიგნის ამბავი ლილე იროელისა  გამოქვეყნებით იწყება, რომელზეც მწერალი სამი წელი მუშაობდა.ამის შემდეგ 2008 წელს ნატო საბავშვო პროზის კონკურსში ოქროს ბუმბული იმარჯვებს გამოუქვეყნებელი ნაწარმოებით როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, რომელიც წიგნად გამოდის 2009 წელს. 2011 წელს ქვეყნდება მწერლის მესამე წიგნი ნისლებში და ნისლებს მიღმა, რომელმაც ამავე წელს პრემია “გალა” დაიმსახურა. 2012 წელს მისი მეოთხე წიგნი ოთხი მხარე და ოთხი სვეტი გამოდის. ნატო დავითაშვილი ფენტეზის ჟანრში წერს. მისი სტილი ეპიკურია, თხრობა – დინამიური. წიგნებში თანაბრადაა წარმოდგენილი როგორც ღრმა ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებული მითოლოგიური თუ ეთნოგრაფიული რეალიები, ასევე ნებაზე მიშვებული ფანტაზია, რომელიც დროდადრო წარმოუდგენელ სიუჟეტებს გვთავაზობს. მისი ყველა წიგნი ერთი დიდი საგის ნაწილია, ყოველი ახალი წიგნი უფრო და უფრო მეტად მუხტავს მკითხველს და ახლის წაკითხვის დაუოკებელ სურვილს ბადებს.