ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

Tolkien_1916-2

ცნობილი მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წელს ბლუმფონტეინში (აფრიკა). მისი გრძელი სახელი უკავშირდება მშობლების დავას – დედას სურდა შვილისთვის რონალდი დაერქმია, ხოლო მამას – რუელი. საბოლოოდ, მშობლები შეთანხმდნენ და შვილს რონალდ რუელი დაარქვეს. ბავშვობაში ჯონს ბაღში დიდმა ობობამ უკბინა. ბევრი თვლის, რომ ამ მოვლენამ მწერლის ლიტერატურულ შემოქმედებაზეც იქონია გავლენა, თუმცა ჯონი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაზე არც მოგონებები აწუხებდა და არც ობობებისადმი ზიზღი გასჩენია.
სამი წლის ასაკში, დედასთან და ძმასთან ერთად, ჯონი დაუბრუნდა თავის სამშობლოს – ინგლისს. პატარა ჯონი სიამოვნებით იკვლევდა სერჰოლის წისქვილსა და მოუზლის ჭაობს და კლენტ, ლიკისა და მალვერნ ჰილზს – ამ ყველაფერმა მოგვიანებით გავლენა იქონია მის ნაწარმოებებზე, ისევე, როგორც ვორსტერის ქალაქებმა და სოფლებმა – ბრომსგროუმ, ალსტერმა და ალვერჩერჩმა. 1911 წელს, მეფე ედვარდის სკოლაში სწავლისას, ტოლკინმა და მისმა მეგობრებმა რობ გილსონმა, ჯეფრი სმითმა და კრისტოფერ უაიზმენმა – ჩამოაყალიბეს ნახევრად გასაიდუმლოებული საზოგადოება T.C.B.S. – ეს იყო ფრაზის Tea Club and Barrovian Society (ჩაის კლუბი და ბაროვიული საზოგადოება). სკოლის დასრულების შემდეგ მეგობრები კვლავ ურთიერთობდნენ.1914 წელს ლონდონში, უაიზმენის სახლში გამართეს დიდი “საბჭო“.ამ შეხვედრამ ტოლკინზე დიდი შთაბეჭდილებ მოახდინა და ლექსების წერა შთააგონა.

 

ტოლკინის ნაწარმოებებმა გავლენა იქონიეს მსოფლიო ლიტერატურაზე, პირველ რიგში, ე. წ. ფენტეზის ჟანრზე. ჰობიტისა და ბეჭდების მბრძანებლის გარდა, მწერალმა დაწერა მითოლოგიური ჟანრის სილმარილიონი და სხვა წიგნები, რომელთა ნაწილიც მისი გარდაცვალების შემდეგ გამოქვეყნდა. ყველაფერი ერთად მეტწილად დაფუძნებულია გამოგონილსა და რეალურ ამბებზე, გამოგონილ ენებსა და ლიტერატურულ ესეებზე, რომლებიც მოგვითხრობენ არდის სამყაროსა და შუამიწეთზე. ტოლკინის გარდაცვალების შემდეგ, აღნიშნული წიგნების გამოცემაზე მუშაობდა მისი შვილი კრისტოფერ ტოლკინი.

ტოლკინის ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, ისინი არაერთი ფილმის გადაღებას დაედო საფუძვლად.

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა 1971 წელს. მწერალი დაკრძალულია ვულვერკოიტში (ოქსფორდი).