ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნი 1818

CookBook_Cover_small

ბაგრატ ბატონიშვილი – (1776-1841) ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის შვილი. საქართველოს სამეფო ტახტის არსებობის ბოლო წლებში ეკავა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობები. 1803 წელს ოჯახით გაასახლეს რუსეთში. დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერიის მრავალი ჯილდოთი. დაწერილი აქვს ისტორიული თხზულებები: “ახალი მოთხრობა”, “რუსეთ-სპარსეთის ომი”, აგრეთვე ვეტერინარული და ეკონომიკური ხასიათის შრომები, მათ შორის პირველი ქართულენოვანი ვეტერინარული წიგნი “სამკურნალო ცხენთა და სხვათა პირუტყვთა”. ბაგრატ ბატონიშვილი არის ავტორი პირველი ქართულენოვანი კულინარიული წიგნისა “წიგნი ესე საუკეთესოთა სანოვაგეთა, შაქარლამათა, და სასმელთა შესამზადებელი”, რომელიც გამოიცა პეტერბურგში 1818 წელს.

ვახო ბაბუნაშვილი – (დაბ. 1967) დაამთავრა სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. 1989 წლიდან არის ჯგუფ Soft Eject-ის წევრი, 2009 წლიდან – ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ბორდის წევრი. აქვს კულინარიულ-რესტორაციული 10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება. არის კახა ბენდუქიძის კულინარიის აკადემიის ლექტორი. წლების განმავლობაში თანამშრომლობს ჟურნალებთან „ტაბულა“, „კულინArt“, „GeorgiaToSee“. არის თანაავტორი პოლონეთში გამოცემული წიგნისა „Gruzinski Smak“ („ქართული გემო“).