
სტიან ჰულე ნორვეგიელი საბავშვო მწერალი და ილუსტრატორია. ოსლოს ხელოვნების უნივერსიტეტის (National College of Art and Design) დამთავრების შემდეგ ჰულემ წიგნის დიზაინერად დაიწყო მუშაობა. იგი მრავალი წიგნის ყდის ავტორია, ხოლო საკუთარ სურათებიან წიგნზე მუშაობა მოგვიანებით დაიწყო. 2007 წელს „გარმანის ზაფხულმა“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა, როდესაც ბოლონიის ლიტერატურულ ფესტივალზე საბავშვო ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიით Bologna Ragazzi Award-ით დაჯილდოვდა. 2009 წელს, ასევე მიიღო ლიტერატურული პრემიები: Ezra Jack Keats New Writer Awards და Nordic Children’s Book Prize.