ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ჯონ სტეინბეკი

john-steinbeck

ამერიკელი მწერალი ჯონ სტეინბეკი დაიბადა 1902 წლის 27 თებერვალს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ სალინასში. 1925 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის დატოვების შემდეგ ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა, ამავდროულად მუშაობდა ჟურნალისტად. ნიუ-იორკში ცხოვრება მატერიალური გაჭირვების გამო ვერ შეძლო და მცირე ხნის შემდეგ ისევ კალიფორნიაში დაბრუნდა. კალიფორნიაში დაბრუნებული სტეინბეკი წერს „კალიფორნიულ რომანებს“, რომელთა ძირითადი მოტივი დიდი დეპრესიის პერიოდის ჩვეულებრივ ადამიანთა ცხოვრებაა. სოციალური თემებით დატვირთულმა რომანებმა დადებითი კრიტიკული შეფასება მოიპოვა და 1935 წელს გამოცემული ‘Tortilla Flat’  სტეინბეკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი გახდა. 1930-იან წლებში ასევე გამოვიდა სტეინბეკის მნიშვნელოვანი რომანები „თაგვებსა და ადამიანებზე“ (Of Mice and Men) და „მრისხანების მტევნები“ (The Grapes of Wrath), რომელმაც ლიტერატურული პრემიები National Book Award და PulitZer Prize აიღო. 1951 წელს სტეინბეკმა დაიწყო მუშაობა რომანზე „ედემის აღმოსავლეთით“, რომელიც მწერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები იყო. „ვფიქრობ, ყველაფერი, რაც აქამდე დამიწრია, ამ წიგნისთვის მზადებად შეიძლება ჩაითვალოს“, ამბობს თავად სტეინბეკი. 1962 წელს ჯონ სტეინბეკი ნობელის პრემიით დააჯილდოვეს მისი „ხატოვანი და რეალური ნაწარმოებისათვის, რომელშიც ერწყმის თანაგრძნობა და საზოგადოების სიღრმისეული აღქმა“.