ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

მარიამ ნოზაძე

მარიამ ნოზაძე small

მარიამ ნოზაძე დაიბადა 1990 წელს. პროფესიით ფილოლოგი, ინგლისური ლიტერატურის ისტორიის მაგისტრი. 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატი ინგლისური ფილოლოგიის (Major) და კლასიკური ფილოლოგიის (Minor) სპეციალობით.
2013 წელს ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა – ინგლისური ლიტერატურის ისტორია. ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პერიოდში მუშაობდა უილიამ ბლეიკის, ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის შემოქმედებაზე და ავტორია რამდენიმე სამეცნიერო კვლევისა და სტატიისა ბლეიკის პოეზიის შესახებ. მუშაობს ნიუტონის თავისუფალ სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის და მსოფლიო ლიტერატურის მასწავლებლად. წერს 2014 წლიდან. არის ლიტერატურული ფესტივალის „ინსომნია 2014″ მონაწილე.