ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

კახა ჯამბურია

Jamburia

კახა ჯამბურია დაიბადა 1959 წელს თბილისში. განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1981 წლიდან მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ მეცნიერ-თანამშრომლად. 1985 წელს დაიცვა დისერტაცია იოანე ბატონიშვილის „ხუმარსწავლის“ შესახებ. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სტატია ქართული მწერლობის სხვადასხვა პერიოდის შესახებ. აგრეთვე მუშაობდა გურამ რამიშვილის სახ. სკოლაში და კითხულობდა  ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1999 წლიდან მიიწვიეს განათლების სამინისტროს მიერ წამოწყებული  „განათლების სისტემის გარდაქმნისა და განმტკიცების პროექტის“ ექსპერტად. დაარსებიდან (2002 წ) დღემდე მუშაობს „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“  ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელად.