ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

მანანა ხვედელიძე

manana small

პირველი ქართველი ეგვიპტოლოგი. განათლება მიიღო მოსკოვში, მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ძველი აღმოსავლეთის განყოფილებაში, ცნობილი მეცნიერის მ.ა. კოროსტოვცევის ხელმძღვანელობით. იქვე დაიცვა დისერტაცია.  გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები საქართველოში და საზღვარგარეთ. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. თბილისის ივანე  ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს ძველი ეგვიპტის ისტორიაში, ლიტერატურაში და ეგვიპტურ ენაში. 2013  წელს გამოქვეყნდა „ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია“, რომელის პირველი ქართული წიგნია, რომელიც ფართოდ და მრავალმხრივად მოიცავს ამ იდუმალ და უაღრესად საინტერესო ცივილიზაციას.