ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ალეკო ცქიტიშვილი

aleko small foto

ალეკო ცქიტიშვილი დაიბადა 1974 წელს, ქ. ტყიბულში. დამთავრებული აქვს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა „რეზონანსის“ კორესპონდენტად, მორიგე რედაქტორად, გაზეთების – „ახალი ვერსიისა“ და „ვერსიის“ რედაქტორად, ჟურნალ BRAVACASA-ს ქართული ვერსიის ლიტერატურულ რედაქტორად. 2009 წლიდან არის ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტ-გამოცემის – HUMANRIGHTS.GE-ს მთავარი რედაქტორი. 1992 წლიდან თანამშრომლობს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებთან: „არილი“, „ალტერნატივა“, „ახალი საუნჯე“, „წიგნები“, „ლიტერატურული პალიტრა“ და სხვა. 2013 წლიდან არის ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი. არის „ღვინის კლუბის“, ასევე – ქართული ვაზის ფონდის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი; მისი სტატიები მევენახეობა-მეღვინეობის თემაზე ქვეყნდება გაზეთ „მარანში“ და ბლოგზე: vinoge.com.