ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

გიორგი გაგოშიძე

155941_3474717166897_75331023_n-302x288

გიორგი გაგოშიძე დაიბადა 1984 წელს თბილისში. განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში, სადაც ტექნოლოგიების მართვის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა. გიორგი გაგოშიძე ბავშვობის ასაკიდან ხატავს, მისი ნამუშევრები პროგრამირებისა და გრაფიკული დიზაინის სინთეზია, გატაცებულია სტრიტ-არტით.
2013 წლიდან მუშაობს პროექტზე „მეცნიერული არტი“ , რომელიც აერთიანებს ინჟინერიას, ფიზიკას, პროგრამირებას, სტრიტ-არტსა და ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. პროექტი ხორციელდება ნაციონალური გალერეის, ფიზიკის ინსტიტუტისა და საინჟინრო ფაკულტეტის ხელშეწყობით. გიორგი გაგოშიძის წიგნი „ესტაკადა 57“ ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოსცა.