ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ნაირა გელაშვილი

naira gelashvili

ნაირა გელაშვილი დაიბადა 1947 წელს სოფელ ნუკრანში. 1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს წიგნები „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“ და სხვა. 2010 წელს  მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა, საუკეთესო რომანისთვის „პირველი ორი წრე“.

გაიგე მეტი >>

გურამ გეგეშიძე

gegeshidze

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები. მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. პირველად მისი მოთხრობა გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“. არის ფილმის „კაშხალი მთაში“ სცენარის ავტორი.

გაიგე მეტი >>

გურამ რჩეულიშვილი

guram rCeuliSvili

გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წელს ქალაქ  თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მწერლის სიცოცხლეში მისი მხოლოდ  შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა, მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები  „ალავერდობა”, „უსახელო უფლისციხელი”. 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლის გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა ზღვაში შესული უცნობი ქალის გადასარჩენა სცადა.

გაიგე მეტი >>

არჩილ სულაკაური

arCil sulakauri

არჩილ სულაკაური დაიბადა 1927 წელს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი და ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. დაჯილდოვებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა და საპატიო ნიშნის ორდენით.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გაიგე მეტი >>

ოთარ ჩხეიძე

oTar CxeiZe

ოთარ ჩხეიძე დაიბადა 1920 წელს სოფელ ყელქცეულში. განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის განხრით. ლექციებს კითხულობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის, ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის გორის პედაგოგიური ინსტიტუტებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი და „მნათობის”, „ცისკრის” და „ლიტერატურული საქართველოს” სარედაქციო კოლეგიის წევრი. მოთხრობა გამოაქვეყნა 1940 წელს ჟურნალ „ჩვენ თაობაში”. მას შემდეგ თანმიმდევრულად იბეჭდება მისი მოთხრობების ციკლი „ჩემი სოფლის ეტიუდები”,

გაიგე მეტი >>

დემნა შენგელაია

demna Sengelaia

დემნა შენგელაია დაიბადა 1896 წელს სამტრედიაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დემნა შენგელაიამ სწავლა მოსკოვში განაგრძო, მალევე დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო სამხრეთის ფლოტზე მიმდინარე საომარ ოპერაციებში.
1920 წელს სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე, შემდგომ გეოლოგიის ფაკულტეტზე.

გაიგე მეტი >>

კონსტანტინე გამსახურდია

gamsasurdia

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წელს სოფელ ძველ აბაშაში.  1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის” მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე

გაიგე მეტი >>

გიორგი ლეონიძე

giorgi leoniZe

გიორგი ლეონიძე დაიბადა 1899 წელს სოფელ პატარძეულში. მამა – ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა – სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა – ზაქარია გულისაშვილი – ხალხოსანი მწერალი, „შაქროს” ფსევდომინით იბეჭდებოდა.ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების

გაიგე მეტი >>

გრიგოლ რობაქიძე

grigol robaqiZe

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1882 წელს სოფელ სვირში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიპციგის უნივერსიტეტი. გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. გრიგოლ რობაქიძე „ცისფერყანწელების” ერთერთი დამფუძნებელია. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-

გაიგე მეტი >>

ლეო ქიაჩელი

qiaCeli

ლეო ქიაჩელი დაიბადა 1884 წელს სოფელ ობუჯში. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ლეონ შენგელაია. ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1905-1907 წლების რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. ქუთაისის ციხიდან გაიქცა, არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. შემდგომ გაემგზავრა შვეიცარიაში, სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. 1909 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა. ქიაჩელის პროზა სადაა, მწერალი ხასიათების გამოკვეთისა და ფსიქოლოგიური მოტივირების დიდი ოსტატია. ქიაჩელის თხზულებანი

გაიგე მეტი >>

5 - 6