ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი

Tolkien_1916-2

ცნობილი მწერალი ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი დაიბადა 1892 წელს ბლუმფონტეინში (აფრიკა). მისი გრძელი სახელი უკავშირდება მშობლების დავას – დედას სურდა შვილისთვის რონალდი დაერქმია, ხოლო მამას – რუელი. საბოლოოდ, მშობლები შეთანხმდნენ და შვილს რონალდ რუელი დაარქვეს. ბავშვობაში ჯონს ბაღში დიდმა ობობამ უკბინა. ბევრი თვლის, რომ ამ მოვლენამ მწერლის ლიტერატურულ შემოქმედებაზეც იქონია გავლენა, თუმცა ჯონი ამბობდა, რომ ამ შემთხვევაზე არც მოგონებები აწუხებდა და არც ობობებისადმი ზიზღი გასჩენია.
სამი წლის ასაკში, დედასთან და ძმასთან ერთად, ჯონი დაუბრუნდა თავის სამშობლოს – 

გაიგე მეტი >>

ლაიმენ ფრენკ ბაუმი

frenk baum

ცნობილი ამერიკელი მწერალი, პოეტი, სცენარისტი, კინორეჟისორი ლაიმენ ფრენკ ბაუმი დაიბადა 1856 წელს ჩიტენაგოში (ნიუ-იორკი). მიუხედავად მრავალმხირვი მოღვაწეობისა ფრენკ ბაუმი დღემდე ცნობილია სათავგადასავლო წიგნების სერიით ოზის საოცარი ჯადოქარი. ეს სერია დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. პირველი წიგნი ოზის ჯადოქარი გამოქვეყნდა 1900 წელს და სათავე დაუდო მე-20 საუკუნის ბრწყინვალე საბავშვო ლიტერატურას.

გაიგე მეტი >>

გურამ დოჩანაშვილი

guram doCanaSvili

გურამ დოჩანაშვილი 1939 წელს ქალაქ თბილისში დაიბადა.1946 წელს მომავალი მწერალი სასწავლებლად  ვაჟთა პირველ სკოლაში მიაბარეს. მისი თანაკლასელები და უახლოესი მეგობრები იყვნენ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, ჯონდო მეტრეველი, ანატოლი მიქაძე, ვოვა სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თემურ ცერცვაძე, გურამ სხირტლაძე. 1956 წელს მათ თავს სუკის რისხვა დაატყდათ. გურამ დოჩანაშვილს ბრალად ედებოდა ანტისაბჭოთა პროპაგანდა და მისჯილი ჰქონდა სამწლიანი პატიმრობა, რომელიც შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალეს. დოჩანაშვილმა სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე განაგრძო,

გაიგე მეტი >>

რევაზ ინანიშვილი

inaniSvili

რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში. 1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში მუშაობდა 31-ე ქარხანაში, სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1947 წელს სწავლა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირის გამო და მუშაობა დაიწყო არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას, 1956 წელს დაასრულა უმაღლესი განათლების

გაიგე მეტი >>

რეზო ჭეიშვილი

rezo WeiSvili

რეზო ჭეიშვილი დაიბადა 1933 წელს ქალაქ ქუთაისში. დაამთავრა ქუთაისის ვაჟთა მე-8 საშუალო სკოლა. 1954 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
სტუდენტობისას უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში” და ახალგაზრდულ ჟურნალ „ცისკარში” გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები. 1961-1992 წლებში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ-ფილმში“ რედაქტორად, სასცენარო კოლეგიის წევრად, შემოქმედებითი გაერთიანების წევრად და ერთ-ერთ ხელმძღვანელად, პარალელურად მოღვაწეობდა ჟურნალებში „ცისკარი”, „საუნჯე”.

გაიგე მეტი >>

ნოდარ წულეისკირი

tsuleiskiri_n

ნოდარი წულესკირი დაიბადა 1932 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში. დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლური ფილოლოგიის ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის  რედაქტორად, ჟურნალებში „დილა”, „ცისკარი”, „მნათობი”, კინოსტუდია „ქართულ ფილმში”. მოგვიანებით აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად. ამავე წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის კულტურის მინისტრად. შემდგომ მუშაობდა სოფელ წერაქვში, სკოლის დირექტორად, ქართული ენისა და ლიტერატულის მასწავლებლად.

გაიგე მეტი >>

ნაირა გელაშვილი

naira gelashvili

ნაირა გელაშვილი დაიბადა 1947 წელს სოფელ ნუკრანში. 1970 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. გამოცემული აქვს წიგნები „მოთხრობები“, „დედის ოთახი“, „მთვარით განათებული ბაღი“, „ტრაგიკული გრადაცია“, „წინწკლების ქოხი“, „სარკის ნატეხები“ და სხვა. 2010 წელს  მიენიჭა ლიტერატურული პრემია საბა, საუკეთესო რომანისთვის „პირველი ორი წრე“.

გაიგე მეტი >>

გურამ გეგეშიძე

gegeshidze

გურამ გეგეშიძე დაიბადა 1934 წელს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის პირველი ვაჟთა სკოლა, შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი, მოსკოვის უმაღლესი სასცენარო კურსები. მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, იყო რუსთაველის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. პირველად მისი მოთხრობა გამოქვეყნდა ჟურნალ „ცისკარში“. არის ფილმის „კაშხალი მთაში“ სცენარის ავტორი.

გაიგე მეტი >>

გურამ რჩეულიშვილი

guram rCeuliSvili

გურამ რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წელს ქალაქ  თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. მწერლის სიცოცხლეში მისი მხოლოდ  შვიდი მოთხრობა გამოქვეყნდა, მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა” მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე. მისი სცენარებით გადაღებულია ფილმები  „ალავერდობა”, „უსახელო უფლისციხელი”. 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლის გურამ რჩეულიშვილი ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა ზღვაში შესული უცნობი ქალის გადასარჩენა სცადა.

გაიგე მეტი >>

არჩილ სულაკაური

arCil sulakauri

არჩილ სულაკაური დაიბადა 1927 წელს ქალაქ თბილისში. სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სხვადასხვა დროს იყო გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორი და ჟურნალ „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. დაჯილდოვებულია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიითა და საპატიო ნიშნის ორდენით.

არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს და დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

გაიგე მეტი >>

4 - 6