ქარჩხაძის გამომცემლობა

კალათა

Cart ნივთი: 0 - 0 ლარი
ავტორიზაცია

ზურაბ გოგიძე

1508230_772177869463399_1383783513_s

ზურაბ გოგიძე დაიბადა 1976 წელს თბილისში. 1991-1993 წლებში სწავლობდა თბილისის მ.თოიძის ლიცეუმში. ბავშვობიდან დაინტერესებულია ხატვით, ქმნის ილუსტრაციებს, ამზადებს დეკორაციებს

გაიგე მეტი >>

თამარ ფოლადაშვილი

kk

თამარ ფოლადაშვილი დაიბადა 1990 წელს თბილისში. განათლება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიიღო.  აქვს კინო–ტელე დრამატურგიის განხრით  თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი.

გაიგე მეტი >>

თამთა ჯაფარიძე

UU

თამთა ჯაფარიძე დაიბადა 1991 წელს.  განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში,  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

გაიგე მეტი >>

გიორგი გაგოშიძე

155941_3474717166897_75331023_n-302x288

გიორგი გაგოშიძე დაიბადა 1984 წელს თბილისში. განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში, სადაც ტექნოლოგიების მართვის მაგისტრის ხარისხი მიენიჭა.

გაიგე მეტი >>

ნატო დავითაშვილი

Natalie Davitashvili 2

ნატო დავითაშვილი დაიბადა 1964 წელს თბილისში. მან ტექნიკური განათლება მიიღო და 1980-იანი წლების ბოლოს გამოთვლით ცენტრში პროგრამისტ-ინჟინრად მუშაობდა, პარალელურად ლექციებს კითხულობდა. 90-იან წლებში ნატო საგამომცემლო-პოლიგრაფიულ სფეროში ინაცვლებს. ამავე წლებშია გამოქვეყნებული მისი პირველი პუბლიკაცია, თუმცა ნამდვილი სამწერლო მოღვაწეობა წიგნის ამბავი ლილე იროელისა  გამოქვეყნებით იწყება, რომელზეც მწერალი სამი წელი მუშაობდა.ამის შემდეგ 2008 წელს ნატო საბავშვო პროზის კონკურსში ოქროს ბუმბული იმარჯვებს გამოუქვეყნებელი ნაწარმოებით როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან, რომელიც წიგნად გამოდის 2009 წელს.

გაიგე მეტი >>

ლეილა ბერიაშვილი

leila beriashvili

ლეილა ბერიაშვილი დაიბადა 1937 წელს თბილისში. ფილოლოგიური განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1972 – 2006 წლებში მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში სამეცნიერო ტერმინოლოგიისა და ლექსიკოლოგიის განხრით. ლეილა ბერიაშვილი საგამომცემლო საქმითაა დაკავებული, ქარჩხაძის გამომცემლობის დაფუძნების დღიდან მრავალი წიგნის რედაქტორია და აქტიურ მონაწილეობას იღებს საგამომცემლო პოლიტიკის განსაზღვრაში. 2009 წელს გამოიცა ლეილა ბერიაშვილის  მიერ ადაპტირებული წიგნი

გაიგე მეტი >>

ნინო ყოჩიაშვილი

nino kochiashvili (1)

ნინო ყოჩიაშვილი დაიბადა 1960 წელს. ნინო ასტრონომი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარია.ნინო ყოჩიაშვილი კოსმოსური ტელესკოპი “კეპლერის” ასტეროსეისმოლოგიური სამეცნიერო კონსორციუმის წევრია. მისი კვლევითი ინტერესების სფერო მოიცავს სხვადასხვა ტიპის ცვალებად ვარსკვლავებს. ნინო საქმიანობს 1982 წლიდან ობსერვატორიაში. ნინო ყოჩიაშვილი ავტორია წიგნისა  მითები და თანავარსკვლავედები. 

გაიგე მეტი >>

მანანა ფხაკაძე

fxakadze

მანანა ფხაკაძე დაიბადა 1948 წელს. ფილოლოგიური განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. მანანა ფხაკაძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, კითხულობს ლექციებს ანტიკური ლიტერატურის ისტორიაში, ლათინურსა და ძველ ბერძნულ ენებში. არის 60-მდე შრომისა და 5 წიგნის ავტორი, მათ შორის წიგნისა ვენი, ვიდი, ვიკი და მითები და თანავარსკვლავედები.

გაიგე მეტი >>

თამარ გეგეშიძე

gegeshidze_axali

თამარ გეგეშიძე დაიბადა 1986 წელს. განათლება მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. თამარი არაერთი სამეცნიერო სტატიისა და წიგნების – მაკნატუნამითები და თანავარსკვლავედებივენი, ვიდი, ვიკი  ავტორია.

გაიგე მეტი >>

ირინა არსენიშვილი

ირინა არსენიშვილი დაიბადა 1982 წელს ქალაქ თბილისში. განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე მიიღო, შემდგომ სწავლა განაგრძო ამავე უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2012 წელს კი გახდა ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი. ირინა არსენიშვილი ავტორია წიგნების სერიის ქართული მხატვრობა.

გაიგე მეტი >>

3 - 6